დამოუკიდებელი გამომცემლობათბილისი, საქართველო
ბენდესიBENDES PUBLISHING

პატარა გამომცემლობა. დიდი ლიტერატურული სამყარო.

ბენდესი —
წიგნები და მეტი.

ძველი წიგნების გაცოცხლება და ახალი მწერლების აღმოჩენა — ბენდესის ორი გზა მკითხველამდე.

ადგილი მათთვის,
ვისთვისაც კითხვა ცხოვრების ნაწილია.

ბენდესის ოთხი გამოცემა: სამნი ერთ ნავში, გიდი, ეძღვნება გაბოს და ევკალიპტის ფოთოლზე კოღო არ ჯდება

ერთი წიგნი. ერთი ახალი სამყარო.

01 / ბენდესის თაროწაიკითხე. დაბრუნდი. აღმოაჩინე.

შერჩეული გამოცემები

შენი შემდეგი წიგნი

თანამედროვე ხმები.
ხელახლა აღმოჩენილი წარსული.

ქართული პროზა / რომანი

ლექსო პაიკიძე

კლასიკა / რეპრინტი

ჯერომ კლაპკა ჯერომი

ქართული პროზა / ნოველები

ლექსო პაიკიძე

ქართული პროზა / პროზაული კრებული

ლექსო პაიკიძე

ქართული პროზა / რომანი

ლექსო პაიკიძე

ქართული პროზა / რომანი

ლექსო პაიკიძე

ქართული პოეზია / ლექსების კრებული

საშა გველესიანი

თაროზე წარმოდგენილია შერჩეული გამოცემები.
წიგნები წარმოდგენილია მოცულობითი სტუდიური გამოსახულებებით.

ხელმისაწვდომობის მოსაკითხად

შემდეგი ფურცლები

ბენდესში მზადდება

ახალი წიგნები. ახალი საუბრები.
01

ლექსო პაიკიძე · ისტორიული რომანი

მსტოვარი

მზადდება
02

ლექსო პაიკიძე

იმერელი

მზადდება
03

ახალი საგამომცემლო პროექტი

ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი

მზადდება
გამოცემების სიახლეებს გაეცანი ჩვენს გვერდზე
მივიწყებული წიგნების თარო · რეპრინტიჯერომ კ. ჯერომი · სამნი ერთ ნავში

კარგი წიგნები არ ქრებიან

მივიწყებული
წიგნების თარო

არსებობს წიგნები, რომლებიც თაროებიდან ქრებიან, მაგრამ მკითხველის მეხსიერებაში რჩებიან. ბენდესის ეს სერია მათ ხელახლა აღმოჩენას ემსახურება.

ძველი გამოცემების რეპრინტებით ახალ მკითხველს ვახვედრებთ ტექსტებს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი ისტორია. ამ თაროზეა ჯერომ კლაპკა ჯერომის „სამნი ერთ ნავში“.

გამომცემლობის მიღმა

გამომცემელი.
მკითხველი.
მაკინე.

მაკინე შალამბერიძე

წიგნის გამოცემა ჩემთვის
არჩევანით იწყება.

ბენდესი პატარა დამოუკიდებელი გამომცემლობაა — სივრცე ახალი ქართველი მწერლების აღმოსაჩენად და ძველი წიგნების დასაბრუნებლად. აქ მთავარი ლიტერატურული სიღრმე, ტექსტის ხარისხი და გამოცემის ესთეტიკაა.

მე მაკინე ვარ, ბენდესის დამფუძნებელი — პროფესიით ფრანგულის თარჯიმანი, საქმიანობით ფინანსური მენეჯერი და არსით ლიტერატურის მოყვარული. ბენდესის ყოველდღიურ საქმეს თავად ვუძღვები: ავტორთან და ტექსტთან ურთიერთობიდან რედაქტირებამდე, დიზაინამდე, ბეჭდვასა და მკითხველთან შეხვედრამდე.

ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, საკუთარი გამომცემლობა მქონოდა. შემდეგ შევხვდი ადამიანს, რომელიც საოცრად საინტერესოდ წერდა, და ცხოვრებამ მაჩუქა შესაძლებლობა, მისი ხელნაწერების გაცოცხლებით ჩემი ოცნება ამეხდინა — შემექმნა გამომცემლობა. ასე დაიბადა ბენდესი 2017 წელს.

ლოგოზე გამოსახულია ჩემი და ლექსოს შვილი სესილი. მის გვერდით სათამაშო დათვია, რომელიც მამამ იმ წელს აჩუქა, როცა გამომცემლობის შექმნის იდეა გამიჩნდა. ბენდესის სახელიც სესილის მიერ დათუნიასთვის გამოგონილი სიტყვიდან მოდის.

ჩემი მარტოობის უკან უამრავი ადამიანი და გამოწვდილი ხელია. ოცნების ახდენა კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელი — მათი გამოცდილება, მეგობრობა და თანადგომა ბენდესის ყოველი წიგნის ისტორიის ნაწილია. უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ამდენი სიმდიდრის მფლობელი ვარ ჩემს პატარა სამყაროში.

ახლა ბენდესი ახალ ეტაპს იწყებს — იმავე ინტერესით კარგი ლიტერატურისა და მისი მკითხველის მიმართ.

დავიწყოთ საუბარი

ბენდესი მხარს უჭერს ახალ ავტორებს

ვარციხის
ლიტერატურული პრემია 2026

მოთხრობის ფესტივალი · მესამე წელი

ახალ ხმას მოსმენა სჭირდება. ახალ ამბავს — მკითხველი.

ახალი ავტორების აღმოჩენა ბენდესის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამიტომ გამომცემლობა ვარციხის ლიტერატურული კონკურსის სპონსორია — მხარს უჭერს სივრცეს, სადაც ახალ ტექსტებსა და მათ ავტორებს მკითხველთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ.

კონკურსი ლექსო პაიკიძისა და „შატო ვარციხის“ მფლობელის, დავით ცერცვაძის, ერთობლივი იდეით დაარსდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მათი ჩანაფიქრი ახალი კულტურული და საგანმანათლებლო კერის შექმნაა — ადგილის, სადაც ლიტერატურა ადამიანებს შეკრებს და ახალ შემოქმედებით ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

ორი ეტაპი. ახალი ამბის ორი შესაძლებლობა.

გამოაგზავნე მოთხრობა ან ნოველა

პირველ ეტაპზე მიიღება არაუმეტეს 5-გვერდიანი ნამუშევარი. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

24 საათი ახალი მოთხრობისთვის

ჟიურის მიერ შერჩეული 10 ფინალისტი „შატო ვარციხეში“ შეიკრიბება. კონკურსის დაწყებამდე ისინი შეიტყობენ თემას და 24 საათში შექმნიან ახალ, მაქსიმუმ 5-გვერდიან მოთხრობას.

სამ გამარჯვებულს ფულადი ჯილდოები გადაეცემა.

ჟიური

აკა მორჩილაძე · დათო ტურაშვილი · ლანა კალანდია · გვანცა ჯობავა · ალექსანდრე პაიკიძე

„ხელფასიდან დანაზოგს სპეციალურად კონკურსის სპონსორობისთვის ვაკეთებ. ახალი ავტორების აღმოჩენა ჩემთვის პირდაპირ უკავშირდება ბენდესის არსებობის აზრს.“

მაკინე · ბენდესის გამომცემელი
კონკურსის ოფიციალური პოსტი

წიგნთან ცოტა უფრო ახლოს

კითხვის ოთახი

მაკინეს ბლოგი და პატარა გზამკვლევები
უფრო ყურადღებიანი კითხვისთვის.

მკითხველებისთვის · ავტორებისთვის · პარტნიორებისთვის

ყოველი კარგი ამბავი
საუბრით იწყება.

წიგნის შეძენა გსურს, ბენდესის გამოცემები გაინტერესებს,
თუ თანამშრომლობაზე ფიქრობ? დაგვიკავშირდი ოფიციალურ გვერდზე.

ბენდესის Facebook გვერდი სიახლეები, წიგნები და პირდაპირი კავშირი